ახალი ამბები

შსს: თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის მიერ ძებნილი პირი დააკავა

29 ოქტომბერი, 2017 • 1894
შსს: თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის ინტერპოლმა გერმანიის ქალაქ ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი – ნარკოტიკების რეალიზაციის მიზნით შენახვაში ბრალდებული 34 წლის ე.ჩ. დააკავა.

როგორც შსს-ს მიერ გავერცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძებნილი ერთობლივად დააკავეს თბილისის ინტერპოლისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტ „სარფის“ თანამშრომლებმა. მათვე ცნობით, საერთაშორისო დონეზე ე.ჩ-ს ვისბადების ინტერპოლი 2017 წლის იანვრიდან ეძებს.

“დაკავებულს ბრალი ედება ნარკოტიკების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით შენახვას გულისხმობს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,”- აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი