ახალი ამბები

ოდიშარია: ბაგრატის ტაძარმა პირველადი სული დაკარგა

20 ივნისი, 2013 • 1503
ოდიშარია: ბაგრატის ტაძარმა პირველადი სული დაკარგა

საქართვლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინსიტრმა გურამ ოდიაშარიამ განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია დაჩქარებულად მოხდა და იუნესკოს რჩევები არ გათვალისწინებულა. ამის შესახებ ოდიშარიამ ბაგრატის ტაძრის სტატუსთან დაკავშირებით იუნესკოს 37-ე სესიაზე მიმდინარე განხილვების კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მთავარია, რომ ბაგრატის ტაძარი საზოგადოებაში დაპირისპირების მიზეზი არ გახდეს. 

 

“მისი რესტავრაციის მიმდინარეობისას არ უნდა გვეჩქარა და ერთიანი აზრი უნდა გაგვეთვალისწინებინა, რათა როგორმე შეგვენარჩუნებინა პირველადი სული. როდესაც ბაგრატის რესტავრაცია მიმდინარეობდა, იუნესკოდან იყო უამრავი რჩევა, რომ არ ეჩქარათ. თუმცა, ნაჩქარევად ბევრი რამ არის გაკეთებული,”– განაცხადა ოდიშარიამ.

 

მისივე თქმით, ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, როცა იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში რამდენიმე ძეგლი შედის:

 

“მაგალითად, იტალიაში და საფრანგეთში არსებობს უამრავი დანგრეული ძეგლი, თუმცა მის გადახურვაზე ან კედლის ამოშენებაზე არავინ ფიქრობს, რადგან ისინი ინახავენ ძეგლის სულს. სწორედ ეს არის საინტერესო ტურისტისა და დამთვალიერებლისათვის. სწორედ ეს სული დაეკარგა ბაგრატს.”

 

მინისტრმა ჟურნალისტების კითხვა – “ამოიღეს თუ არა ბაგრატის ტაძარი იუნესკო საშიშროების ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან?” – უპასუხოდ დატოვა. 

 

კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი აღნიშნული სიიდან ამოიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი