ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე მზადაა, კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს

28 ოქტომბერი, 2017 • 2432
აფხაზური მხარე მზადაა, კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს

“ჩვენ მზად ვართ, კატალონიის, როგორც დამოუკიდებელი  სახელმწიფოს აღიარების საკითხი განვიხილოთ, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. წინ კიდევ რიგი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებია, რომელიც კატალონიის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, რათა მათ საკუთარი თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნიონ. ამის შემდეგ, თუკი ისინი მოგვმართავენ აღიარების თხოვნით, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ეს განვიხილოთ”, – განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ რუსულ რია ნოვოსტის.

მისივე განმარტებით, “აფხაზები დაინტერესებული არიან კატალონიელ პოლიტიკოსებთან, მათ ლიდერებთან და ზოგადად კატალონიელ ხალხთან ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდანაც იქნება მსგავსი ინტერესი”.

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და პროცესს მადრიდი არაკონსტიტუციურს უწოდებს და არ აღიარებს.

 

ამავე თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია კატალონია vs აფხაზეთი: მაძღარი მშიერს ვერ გაუგებს

მასალების გადაბეჭდვის წესი