საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივი მედია

საფრანგეთის მედიის ცნობით, საქართველოს 50 წლის მოქალაქე პუატიეში გარდაცვლილი იპოვეს.

francebleu-ს ცნობით, მამაკაცი 27 ოქტომბერს, 10:30 წუთზე მანქანაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სახლი არ ჰქონდა და მანქანაში ეძინა.

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვნეს credit:Emmanuel Coupaye:

centre-presse კი იუწყება, რომ მაშინ, როდესაც მანქანასთან კრიმინალური პოლიცია მუშაობდა, იქ საქართველოს 50-მდე მოქალაქეები შეიკრიბა.

“ღამის გასათევი არ ჰქონდა, მანქანაში ეძინა. ჰეპატიტი ჰქონდა”, – უთხრა centre-presse-ს ერთერთმა მეგობარმა.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი საფრანგეთში 6 თვის წინ ჩავიდა. მედიის ცნობით, იქ შეკრებილი ნაცნობ-მეგობრები უკმაყოფილო იყვნენ ერთ-ერთი საავადმყოფოს მიმღების გამო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com