ახალი ამბები

“გია დვალის კონცეფციის პროექტის იდეები დარჩება, ფორმა შეიცვლება”

19 ივნისი, 2013 • 2168
“გია დვალის კონცეფციის პროექტის იდეები დარჩება, ფორმა შეიცვლება”

კითხვაზე, რა ბედი ელის გია დვალისა და მისი ჯგუფის მიერ დაწერილ კონცეფციის პროექტს, ბერიშვილი ამბობს, რომ გია დვალთან შეთანხმებით მისი ჯგუფის მიერ შემუშავებულ კონცეფციაში ცვლილებები შევა. კერძოდ, მინისტრის მრჩეველის თქმით, დარჩება კონცეფციის ძირითადი იდეები და შინაარსი, თუმცა, შეიცვლება მისი ფორმა. 

 

“ის, რაც უკვე არის, არის მონახაზი კონცეფციის, რომელსაც უნდა მიეცეს თავისი ფორმა. ამ ყველაფერზე რამდენიმეკაციანი ჯგუფი მუშაობს გია დვალთან შეთანხმებით,”- ამბობს მამუკა ბერიშვილი. 

 

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტი მეცნიერებმა, გია დვალმა, ზაალ კოკაიამ, ვაჟა ბერეჟიანმა და დავით ლორთქიფანიძემ, დაახლოებით 8 თვის წინ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით დაწერეს.



 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი