ახალი ამბები

ტყიბულში ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრნენ

27 ოქტომბერი, 2017 • 1743
ტყიბულში ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრნენ

ტყიბულში, სადაც მუშა დაიღუპა, ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამინისტროების წარმომადგენლები ადილზე ვითარებას გაეცნობიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მუშის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი