ახალი ამბები

დავით ნარმანია – მე შედარებით უფრო დემოკრატი მენეჯერი ვარ

27 ოქტომბერი, 2017 • 1911
დავით ნარმანია – მე შედარებით უფრო დემოკრატი მენეჯერი ვარ

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში თავის შეცდომებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, მმართველობის პერიოდში მძიმე შეცდომა არ დაუშვია.

“უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და როცა დატვირთული რეჟიმი გაქვს, ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, არსებობს შეცდომები. ჩემი აზრით, ძალიან მძიმე და უხეში შეცდომა არ დამიშვია, თუმცა ამას თვითღონ საზოგადოება შეაფასებს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყველას ვენდობი და როდესაც ადამიანს რაღაცას დავავალებ ან სიტყვას ვიტყვი, ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ, იქ ჩემთვის ნდობა იწყება.  ეს ნდობა არასოდეს არ მთავრდება. სამწუხაროდ, იყო ცალკეული შემთხვევები, როცა ეს ნდობა არ გამართლდა და არ მოხდა. შეიძლება უფრო მკაცრი ვყოფილიყავი და ამას ჩემი მეგობრები მეუბნებიან კიდეც, რომ უფრო მეტი სიმკაცრის შემთხვევაში შეიძლებოდა უფრო სხვანაირი მმართველი ვყოფილიყავი. არსებობენ დემოკრატი მენეჯერები, არსებობენ მკაცრი, უფრო ავტოკრატი მენეჯერები. მე შედარებით უფრო დემოკრატი მენეჯერი ვარ,”-განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი