ახალი ამბები

პრეზიდენტი- საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

27 ოქტომბერი, 2017 • 1382
პრეზიდენტი- საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ესპანეთის მეფეს  ფილიპე VI -სა და პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო  ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“მინდა დაგიდასტუროთ ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და თანადგომა ესპანეთის სამეფოს, ცენტრალური ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მიმართ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ  უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,”-წერს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სეპარატიზმის საფრთხე კარგად არის ნაცნობი საქართველოსათვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის იბრძვის.

დღეს კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს ესპანეთის ხელისუფლება არაკონსტიტუციურს უწოდებს და არ აღიარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი