ახალი ამბები

მანქანის კაპოტზე ელენე ხოშტარიაც ქეიფობს [ფოტო]

27 ოქტომბერი, 2017 • 8308
მანქანის კაპოტზე ელენე ხოშტარიაც ქეიფობს [ფოტო]

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მანქანის კაპოტზე მეგობრებთან ერთად ღირსეული წაგება აღნიშნა. ის ფეისბუკზე ფოტომასალასაც ავრცელებს.

“ეგებ შემდეგზე მეც მოვიგო (თუნდაც ერთი ხმით). ახლა კი ღირსეულ წაგებას ვზეიმობთ”, – იხუმრა ხოშტარიამ.

მანქანის კაპოტი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თიანეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ კაპოტზე ქეიფი მისმა ოპონენტმა “ქართული ოცნებიდან”, ზაქარია ქუცნაშვილმა მისი “კომპრომეტირებისათვის” გამოიყენა და თქვა, რომ კაპოტზე მოქეიფეების დრო წავიდა. ამის საპასუხოდ თამაზ მეჭიაურმა სასამართლოში გამარჯვება სწორედ კაპოტზე ქეიფით აღნიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი