ოსური მხარე ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების კონცერტების წინააღმდეგია

ცხინვალში ოსი ხალხის ყრილობის დროს, სხვადასხვა საკითხის პარალელურად, საუბარი ვლადიკავკაზში 2017 წლის 29 ოქტომბერს ქართული ანსამბლის მორიგი კონცერტის გამართვასაც შეეხო.

დე ფაქტო რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, რობერტ გაგლოითის განცხადებით, “ოსურ მიწაზე ქართულ ანსამბლთა მსგავსი კონცერტები დაუშვებელია”.

“2008 წელს, როდესაც ქართული ჯარი მშვიდობიანი სამხრეთ ოსეთის მიწაზე შემოიჭრა, საქართველოში ამ მოვლენას კონცერტები მიუძღვნეს. მას შემდეგ არც ისე ბევრი წელია გასულია და ჭრილობები, რომლებიც ამ სასტიკმა მოვლენებმა მოგვაყენა, არ შეხორცებულა. ეს იგივეა, ჩვენთან ინგუში არტისტებირომ  მოვიწვიოთ და მაყურებელს გასართობი პროგრამა შევთავაზოთ”.

“თუ ჩვენ ერთი ერი ვართ, ერთმანეთის გრძნობებს პატივი უნდა ვცეთ”.

ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების კონცერტების გამართვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მუდმივად უკმაყოფილების, ხისტი განცხადებებისა და აქციების მიზეზიც ხდება. მოტივი კი იგივეა, – 2008 წლის აგვისტოს ომისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პატივისცემის ნიშნად,ქართულ ანსამბლებს ჩრდილოეთ ოსეთიც არ უნდა მასპინძლობდეს.

სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე გავრცელებული ინფორმაციით, 29 ოქტომბერს ვლადიკავკაზში “ერისიონის” კონცერტი გაიმართება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი