ახალი ამბები

ქდმ საარსებო მინიმუმის გასაზრდელად საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართავს

19 ივნისი, 2013 • • 1262
ქდმ საარსებო მინიმუმის გასაზრდელად საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართავს

„ქვეყანაში პენსიის თუ სახელმწიფო დახმარების სამართლიანად განსაზღვრა დიდწილად არის დამოკიდებული საარსებო მინიმუმის ადეკვატურობასთან. დღეს ქვეყანაში სრულიად არანორმალური სიტუაცია გვაქვს, როდესაც მხოლოდ 2200 კილოკალორია იანგარიშება ზრდასრულ ადამიანზე და მხოლოდ 30%-ით არის არაასასურსათო ხარჯი განსაზღვრული. მოკლედ რომ ვთქვათ, 150- ლარიანი საარსებო მინიმუმია. ამიტომ, ჩვენ მთავრობას, პარლამენტს ვთავაზობთ ორ კონკრეტულ ცვლილებას კანონმდებლობაში, რომელიც ითვალისწინებს კილოკალორების გაზრდას 2500-მდე, ასევე არასასურსათო ხარჯების პროცენტულობის წილის გაზრდას 50%-მდე, რაც მთლიანობაში საარსებო მინიმუმის 250- ლარიან მაჩვენებელს გამოიწვევს.”


მისივე თქმით, ვისაც სურვილი აქვს, რომ სახელმწიფო დახმარება და პენსია ადეკვატური იყოს, ეს საკანონმდებლო წინადადება უნდა გაითვალისწინოს:

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული საფუძველი ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დასადგენად, პენსიების გასათანაბრებელი ზუსტი სტანდარტის ჩამოსაყალიბებლად და სახელმწიფო დახმარებების ადეკვატურობის განსასაზღვრად. საკანონმდებლო წინადადება უკვე შეტანილია პარლამენტში და პარლამენტმა უნდა მოასწროს და მოახერხოს, რომ საზაფხულო არდადეგებამდე განიხილოს ეს წინადადება. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა განხილვაში, მზად ვართ, მთავრობასთანაც გავიაროთ კონსულტაციები, რამდენადაც, ვისაც აქვს სურვილი საქართველოში პენსია და სახელმწიფო დახმარებები იყოს ადეკვატური, მან უნდა გაითვალისწინოს ეს კონკრეტული წინადადება.“

პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მეთოდოლოგია, რომლითაც საარსებო მინიმუმი განისაზღვრება, მორალურად მოძველებულია:

„ეს მეთოდოლოგია, მე ვფიქრობ, არის მორალურად მოძველებული. არა მარტო მორალურად მოძველებული, არამედ 1995-1996 წლებში შევარდნაძის დროს დადგენილი მეთოდოლოგიაა. ბუნებრივია ის, რომ 70% საარსებო მინიმუმში არის კვებაზე გათვალისწინებული, ეს ნიშნავს, რომ  ამ პრინციპზე გადაყვანილ ზრდასრულ ადამიანს ჭამის მეტი არაფერი ჭირდება, თურმე. წარმოიდგინეთ, 150- ლარიანი საარსებო მინიმუმიდან მხოლოდ 35 ლარი არის არასაკვები კომპონენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა 35 ლარად კომუნალური გადასახადები უნდა გადაიხადოს, იმგზავროს და ა.შ. ელემენტალური საჭიროებები დაიკმაყოფილოს, ეს არის წარმოუდგენელი, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს სასურსათო კომპონენტის გაზრდა და ერთი იმდენი უნდა დაემატოს არასასურსათო კომპონენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 250 ლარზე უნდა ავიდეს, რადგან შევარდნაძის სტატისტიკით დადგენილი, მეთოდოლოგიით დადგენილი საარსებო მინიმუმი 20 წლის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ყველანაირად ყოველგვარ კონტექსტს მოკლებულია.”

ქდმ გიორგი თარგამაძე ლევან ვეფხვაძე გიორგი ახვლედიანი
ქდმ გიორგი თარგამაძე ლევან ვეფხვაძე გიორგი ახვლედიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი