ახალი ამბები

თამაზ მეჭიაურმა საარჩევნო დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

27 ოქტომბერი, 2017 • 3246
თამაზ მეჭიაურმა საარჩევნო დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

თამაზ მეჭიაურმა საარჩევნო დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 5 ბათილი ბიულეტენი ლელა ქიტესაშვილს მიეკუთვნა.

სააპელაციო სასამართლოში სწორედ მცხეთის რაიონული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო გასაჩივრებული.

ლელა ქიტესაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ თბილისისს სააპელაციო სასამართლო დატოვა და აღნიშნა, რომ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მან ასევე წარმატება უსურვა თამაზ მეჭიაურს და იმედი გამოთქვა, რომ “ის უკეთესი მერი იქნება, ვიდრე დეპუტატი იყო”.

საოლქოს ამ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ მეჭიაურმა არჩევნები 1 ხმით მოიგო და მერი გახდა, რადგან არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა და მეორე ტური საჭირო აღარ არის.

სასამართლოში თამაზ მეჭიაურის ინტერესებს საია იცავდა.

ვრცლად თიანეთის არჩევნებში განვითარებული საეჭვო პროცესების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნეტგაზეთის სტატია – რამდენიმე საეჭვო გარემოება თიანეთის არჩევნებში

მასალების გადაბეჭდვის წესი