ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მედიკამენტების დაფინანსება შეიძლება შეიცვალოს

27 ოქტომბერი, 2017 • 1954
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მედიკამენტების დაფინანსება შეიძლება შეიცვალოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შესაძლოა შეიცვალოს მედიკამენტების დაფინანსების წესი – გაიზარდოს იმ დაავადებების ჩამონათვალი, ან დარჩეს იგივე ჩამონათვალი და გაიზარდოს მოსარგებლეების ჯგუფები.

ამჟამად ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები უფინანსდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  რეგისტრირებულ 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს. დაავადებების და მედიკამენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

“ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც იყო საყოველთაო ჯანდაცვაში, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ჰქონდა ძალიან მაღალი, ფაქტობრივად, მიუწვდომელი ფინანსური ბარიერი იმ მედიკამენტებისადმი, რომლებიც უნდა მიეღოთ სამედიცინო დაწესებულების გარეთ, ამბულატორიულად, ხანგრძლივი პერიოდის ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მეორე მხროვ, პრობლემა იყო, რომ პირველად ჯანდაცვაზე პაციენტების მიმართვიანობა იყო დაბალი და ხშირად ისინი სასწრაფო დახმარებას იყენებდნენ ამისათვის. მიზეზებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო ის, რომ მოქალაქეთა ნაწილი თვლიდა, რომ რა აზრი ჰქონდა ოჯახის ექიმთან მისვლას, თუკი მის მიერ გამოწერილი დანიშნულების შეძენას მაინც ვერ შეძლებდნენ.

თეორიულად შეიძლება ორი მიმართულება წარმოგვიდგინოთ – ერთი, რომ გაიზარდოს იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლებიც ძალიან სკრუპულოზურად იქნა შერჩეული თავის დროზე, ან დარჩეს დაახლოებით იგივე ჩამონათვალი და გაიზარდოს მოსარგებლეების ჯგუფები. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, რომელიც ზუსტად წლის ბოლოს გადის. ჩვენ მონიტორინგს ვაკეთებთ და ვფიქრობთ, წლის ბოლოს  გვექნება შემდგომი გადაწყვეტილება – a. დარჩეს იგივე, b. გაიზარდოს  მედიკამენტების ჩამონათვალი, ან c. გაიზარდოს მოსარგებლეების ჯგუფები,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი