ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი აფხაზეთიდან 600 ტონა ინერტულ მასალას გაიტანს

27 ოქტომბერი, 2017 • 1820
რუსეთი აფხაზეთიდან 600 ტონა ინერტულ მასალას გაიტანს

რუსეთი აფხაზეთიდან 600 ათას ტონა ინერტულ მასალას გაიტანს. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ განაცხადა.

“ეს მხოლოდ დასაწყისია, ვფიქრობ, ამ საკითხს სხვა აფხაზური კომპანიებიც შეუერთდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში უკვე გვაქვს გაჭრილი სარკმელი, საითკენაც უნდა ვიმოძრაოთ. ამ ბაზარზე გასვლას მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდით. ინერტული მასალების გატანა უკვე მიმდინარე წელს იგეგმება. ჩვენი პროდუქცია ხარისხიანი და კონკურენტულუნარიანია. ვფიქრობ, მოცულობები კიდევ უფრო გაიზრდება”, – განაცხადა ადგურ არძინბამ.

აქვე დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრი ამბობს, რომ იგეგმება ულიანოვის ავტოქარხნის საავტომობილო ტექნიკის აფხაზეთში შეტანა.

ფოტო: sputnik

 

მასალების გადაბეჭდვის წესი