ახალი ამბები

დაკავებისას დაღუპულის ოჯახის ინტერესებს საია დაიცავს

27 ოქტომბერი, 2017 • 1896
დაკავებისას დაღუპულის ოჯახის ინტერესებს საია დაიცავს

ნუცუბიძის პლატოზე 32 წლის კაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის  საქმეზე გარდაცვლილის ოჯახის უფლებებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს. ორგანიზაციას იურიდიული დახმარების გაწევის თხოვნით პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრებმა მიმართეს.

როგორც საიას ადვოკატი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, ოჯახის ინტერესშია  ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, რადგან ამ საქმის გარშემო ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს:

“ოჯახმა მოგვმართა, შესაბამისად, გარდაცვლილის ოჯახს საია გაუწევს იურიდიულ დახმარებას. ამ ეტაპზე, იმის გარდა, რომ ჩავერთეთ, ვერაფერს გეტყვით. შესაბამისად, სამართლებრივ პროცედურებს მივყვებით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურად მივადევნოთ თვალი გამოძიებას და ამისთვის მივმართავთ პროკურატურას, მოვთხოვთ, რომ ეტაპობრივად მოგვცეს საშუალება გავეცნოთ საქმის მასალებს. მათ შორის,  არის თუ არა საქმეში ვიდეომასალა, რომელზეც აქტიურად მიდის საუბარი, ამასაც გავარკვევთ. შესაბამისად,  დღეს მივიღეთ ოჯახისგან თხოვნა, რომ ჩვენ ჩავრთულიყავით საქმეში, დღესვე დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს და დანარჩენზე შემდეგ ვისაუბრებთ” –  ამობს ლევან ვეფხვაძე.

ადვოკატის თქმით, პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს. მათ შორის, ექსპერტიზის ვადებთან დაკავშირებითაც. ამ კითხვებზე პასუხის მიღება კი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გახდება შესაძლებელი:

“ოჯახს აინტერესებს ობიექტური ჭეშმარიტება. ბევრ გავრცელებულ ფაქტს  ოჯახი უარყოფს. შესაბამისად, ბევრი კითხვის ნიშნებია ამ საქმესთან დაკავშირებით. თუნცაც ექსპერტიზის ვადასთან დაკავშირებით, მთელი 5 საათის შემდეგ რატომ ჩაუტარდა ექსპერტიხა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამაზე პროკურატურამ გაგვცეს პასუხი. ეს მოხდება იმით, რომ გაგვაცნოს საქმის მასალები” – ამბობს ადვოკატი.

ვრცლად 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა კაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას გარდაცვალების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი