ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის

27 ოქტომბერი, 2017 • 1864
საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის:

“27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე. მინდა ყველას მიგილოცოთ. განსაკუთრებით, ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს. მინდა გაგაცნოთ ინიციატივა: ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში”.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს:

“რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ბიუჯეტი გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც, აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი