ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ქონება 275 მლნ დოლარით გაიზარდა – Bloomberg

27 ოქტომბერი, 2017 • 2218
ბიძინა ივანიშვილის ქონება 275 მლნ დოლარით გაიზარდა – Bloomberg

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთი წელის განმავლობაში 275 მლნ დოლარით გაიზარდა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით,  ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.72 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

Bloomberg წერს, რომ ივანიშვილმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. 2003-2006 წლებში ქონების წილი გაყიდა და 2012 წელს საქართველოს საარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ერთი წლის შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.

Bloomberg Billionaires Index ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების შესახებ ინფორმაციას ინტენსიურად ანახლებს. თავდაპირველად სიაში მსოფლიოს 20 ყველაზე მდიდარი ადამიანი ხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით სია 500 კაცამდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი