ახალი ამბები

ალასანია: სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის

18 ივნისი, 2013 • 1503
ალასანია: სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის

“ეს არ იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება და არც სამალავი, ჩვენ ყველა ჩვენი იარაღი, მათ შორის ყველა ტიპის იარაღი, გვაქვს აღრიცხული და ზუსტად ვიცით, სად არის”, – განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იარაღის საიდუმლო საცავების არსებობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობდა. 

 

საქართველოს პარლამენტის წევრისა და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი იარაღის სამალავები შესაძლოა იმ საცავების ნაწილი იყოს, რომელიც რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა და რომელიც გრიფით საიდუმლოთია დაცული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა სამეგრელოში აღმოაჩინეს იარაღის ფარული სამალავები, სადაც იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკი, ყოფილი ხელისუფლების დასაჭერ ოპონენტთა სიები და ა.შ. შსს–ს ცნობით, აღნიშნული სამალავები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყო გამიზნული ყოფილი ხელისუფლების მხრიდან.

შსს–ს მიერ აღმოჩენილი იარაღი
შსს–ს მიერ აღმოჩენილი იარაღი

მასალების გადაბეჭდვის წესი