გერმანიის იუსტიციის ფედერალური მინისტრის მოადგილე საქართველოს ეწვევა

18-დან 21 ივნისამდე ოთხკაციანი დელეგაცია გერმანიის იუსტიციის ფედერალური მინისტრის მოადგილის, ბირგიტ გრუნდმანის ხელმძღვანელობით საქართველოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში.

 

ვიზიტის მიზანია ინფორმაციის მიღება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და სასამართლოების მდგომარეობის შესახებ, ასევე განიხილება სამართლის დარგში გერმანიასთან შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge