ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი ევროს მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა

26 ოქტომბერი, 2017 • 3404
ლარი ევროს მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ლარი ევროს მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 3.01 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართაც გაუფასურდა და აშშ დოლარის ფასმა 2.54 ლარი შეადგინა.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლარის რყევები სავალუტო ბაზარზე მოკლევადიანია და ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო და  დოლარის მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი