ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროსაბჭომ აზერბაიჯანს ულტიმატუმი წაუყენა

26 ოქტომბერი, 2017 • 2199
ევროსაბჭომ აზერბაიჯანს ულტიმატუმი წაუყენა

ევროპის საბჭო ოფიციალურად დასთანხმდა, მიიღოს სარჩელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის ციხიდან გათავისუფლებაზე უარს შეეხება. ინფორმაციას politico.eu ავრცელებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 47 ქვეყნის მინისტრის შემადგენლობით აზერბაიჯანს უკვე შეატყობინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46.4 მუხლის გამოყენებას აპირებს. 

“ამან, საბოლოო ჯამში, შეიძლება აზერბაიჯანის ევროპის საბჭოდან გარიცხვა გამოიწვიოს”, – წერს გამოცემა.

საქმე შეეხება აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს, მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (ReAL) ლიდერს, ილგარ მამადოვს, რომელიც 2013 წელს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. მამადოვი ამავე წლის თებერვალში ანტისახელისუფლებო აქციის დროს დააკავეს.

2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამადოვის დაკავება ადამიანის უფლებათა შელახვა იყო, თუმცა ის ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანს 2017 წლის 29 ნოემბრამდე მისცა დრო, რათა აზერბაიჯანულმა მხარემ წერილობით უპასუხოს, შემდეგ კი ილგარ მამადოვის საქმე ევროპულ სასამართლოში დაბრუნდება.

“დადგა დრო, აზერბაიჯანი სერიოზულად დაფიქრდეს მის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებზე და იმაზე, სურს თუ არა ამ ვალდებულებების შესრულება”, – განაცხადაევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიონ იაგლანდმა.

Azerbaijan President Ilham Aliyev delivers a speech to the Council of Europe parliamentary assembly in Strasbourg, eastern France, on June 24, 2014. AFP PHOTO/FREDERICK FLORIN (Photo credit should read FREDERICK FLORIN/AFP/Getty Images)

მასალების გადაბეჭდვის წესი