ახალი ამბები

უსუფაშვილი ევროპარლამენტარებზე: ევროპელი კანდელაკები – ასე შემიძლია დავახასიათო

18 ივნისი, 2013 • • 1103
უსუფაშვილი ევროპარლამენტარებზე: ევროპელი კანდელაკები – ასე შემიძლია დავახასიათო

ერთ–ერთმა ევროპარლამენტარმა დავით უსუფაშვილს უთხრა, რომ ახალი ხელისუფლება შერჩევით სამართალს

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

ახორციელებს საქართველოში და ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება, ის საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ვილნიუსის სამიტზე მხარს არ დაუჭერს.

 

“ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი ქართველ ხალხს, რადგან ისინი იყვნენ მსხვერპლნი. თუ რჩევა ასეთია, რომ ვაპატიოთ, მაშინ გვჭირდება მეორე რჩევაც – რას ნიშნავს სამართლიანობა. მერაბიშვილი 8 წელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რამდენიმე თვეა უკავია პარტიის გენერალური მდივნის პოსტი. ის იუსტიცის მინისტრ ადეიშვილთან ერთად წარმოადგენდა მთავარ მმართველ ძალას ქვეყანაში. თუ ვინმემ ამის შესახებ არ იცის, შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დისკუსიდან ერთი გაკვეთილი ვისწავლე, ეს არის შერჩევითი პოლიტიკური სამართალი. შერჩევითი პოლიტიკური სამართალი მარტო საქართველოში არ შეიძლება რომ იყოს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ საქართველოშია, მე ვიღებ მას როგორც გაკვეთილს და ვურჩევ ჩემს კოლეგებს, ის არასოდეს გამოიყენოს”,– უპასუხა დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტარების კრიტიკას.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან შეაფასა აღნიშნული დისკუსია და განაცხადა, რომ ის ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან მსგავს საუბარს მოელოდა.

 

“როგორც მოსალოდნელი იყო, რამდნეიმე პიროვნება ევროპის სახალხო პარტიიდან აგრძელებს თავის ქმედებებს ისე, როგორც დღემდე მუშაობდნენ. ქართული მაყურებლისთვის რომ იყოს უფრო გასაგები, “ევროპელი კანდელაკები” – ასე შემიძლია დავახასიათო, ანუ ისეთივე ერთგული მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის, როგორც საქართველოშია ბატონი გიორგი კანდელაკი”, –

მასალების გადაბეჭდვის წესი