ახალი ამბები

პრეზიდენტი: არა მგონია, პარლამენტში ამ ვეტოს დაძლევის რესურსი იყო

17 ივნისი, 2013 • • 1157
პრეზიდენტი: არა მგონია, პარლამენტში ამ ვეტოს დაძლევის რესურსი იყო

“მე ვფიქრობ, ჩვენს შეკრებას აქვს ძალა, მნიშვნელობა იმიტომ, რომ თუ თქვენი აზრი არ იქნა გათვალისწინებული, კანონს დავადებ ვეტოს და არა მგონია, ამ ვეტოს გადალახვის რესურსი დღევანდელ პარლამენტში იყოს იმიტომ, რომ ამ საკითხზე პარლამენტშიც იყო აზრების სერიოზული გაყოფა. სწორედ ამიტომ, მინდა ყველამ ერთად ვიმსჯელოთ და ვუთხრათ კანონმდებელს, რა უნდა ქნან მათ და თქვენ მოგეცემათ ამისთვის სიტყვა. მე აქ არ ვაპირებ ფართო პოლიტიკური განცხადებების კეთებას იმიტომ, რომ განათლების თემები საერთო თემებია, ეს არ არის პარტიული თემა, თქვენი უმრავლესობა შეიძლება აპოლიტიკური იყოს, მაგრამ აღელვებდეს, რა მოხდება ხვალ უნივერსიტეტებში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

მისივე თქმით, არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მთელ ქვეყანას გაუხსნის ახალ პერსპექტივებს, თუ კარგი კანონი იქნა მიღებული, ან შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს, თუ ის რედაქცია შევა ძალაში, რომელიც არის დღეს პარლამენტში წარდგენილი. 

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შესული, ითვალისწინებს სხვადასხვა ცვლილებებს უნივერსიტეტებისთვის, კერძოდ: 1. უნივერსიტეტის რექტორის პოსტს ვერ დაიკავებს პირი, რომელსაც არ ექნება დოქტორის ხარისხი; 2. მაგისტრანტებს ეკრძალებათ ლექციების ჩატარება; 3. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელს დანიშნავს პრემიერ–მინისტრი და ა.შ. აღნიშნულ ცვლილებებს არ ეთანხმება როგორც საპარლმანტო ოპოზიცია, ისე საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი