ახალი ამბები

“ნაციონალების” პრაიმერში მონაწილე კანდიდატების ვინაობა ერთ კვირაში გაირკვევა

17 ივნისი, 2013 • 1534
“ნაციონალების” პრაიმერში მონაწილე კანდიდატების ვინაობა ერთ კვირაში გაირკვევა

“ივნისის ბოლოდან დაიწყება პროცესი და გაგრძელდება ერთი თვე. იქნება შეხვედრები რეგიონებში”, – განაცხადა ბაქრაძემ.


მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ პარტიის წინააღმდეგ გატარებულმა რეპრესიებმა ხელი შეუშალა საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებას, თუმცა დისკუსიის შედეგად მათ ისევ პრაიმერის გზა აირჩიეს:


“ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ გენერალური მდივნის დაპატიმრება არ ნიშნავს პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევას”, – განაცხადა ბაქრაძემ.


“ნაციონალურ მოძრაობას” დღევანდელ ბრიფინგზე პრაიმერში მონაწილე კანდიდატები არ დაუსახელებია.

საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება. მმართველი კოალიციიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი. ამას გარდა, ამ დროისთვის ცნობილია კიდევ რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან: შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ნესტან კირთაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი