ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო და აფხაზეთი Nutella-ს საქმიანობას ართულებენ

25 ოქტომბერი, 2017 • 4311
საქართველო და აფხაზეთი Nutella-ს საქმიანობას ართულებენ

სტატიის აღნიშნული ვერსია economist.com-ზე გამოქვეყნდა სახელწოდებით Georgia and Abkhazia are making Nutella’s job harder. 

შავი ზღვით და რუსეთით ევროპასგან გამოყოფილი საქართველო რამდენიმე ათწლეულია ევროპასთან დაახლოებას ცდილობს. ამ მცდელობაში თხილი გადამწყვეტ როლს თამაშობს. 2007 წელს იტალიურმა კომპანია Ferrero-მ საქართველოში საკუთარი ფილიალი გახსნა, რათა მათი პროდუქტის ძირითადი ინგრედიენტი მიეღო: Nutella შოკოლადი-თხილის პასტაა, რომელსაც ევროპაში საუზმობისას იყენებენ. შემდგომ საქართველო, იტალიასა და თურქეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა. სპილენძის მადნის შემდეგ,  თხილი საქართველოს ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქტია.

2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA) მოაწერეს ხელი. თუმცა Nutella-სთვის მიწოდების ჯაჭვის გამარტივების ნაცვლად DCFTA-მ რეალიზაციის აღნიშნული პროცესი უფრო გაართულა. იმ თხილის დაახლოებით 10%, რომლის ექსპორტსაც საქართველო ახდენს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა, რომელმაც 1992-93 წლების ომის შემდეგ დე ფაქტო დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს არ გააჩნია აფხაზეთთან ოფიციალური სავაჭრო ხელშეკრულება, ხოლო თხილი ერთადერთი პროდუქტია, რომლის გაყიდვის უფლებასაც აძლევენ აფხაზ ფერმერებს საქართველოში.

2018 წლის დასაწყისიდან DCFTA-ს ფარგლებში ყველა ქართულ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ევროსტანდარტები დაწესდება, რომელიც ასევე პროდუქტის წარმომავლობის ოფიციალურ სერტიფიკატს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზი ფერმერები აიღებენ ქართულ სერტიფიკატებს, ეს ეროვნულ ღალატად შეფასდება. ასეთ შემთხვევაში კი მათი თხილის Nutella-ს თხილის შერევებში ვეღარ მოხვდება.

აფხაზეთის ევროპისგან მოკვეთით ის რუსეთზე უფრო დამოკიდებული გახდება. “რუსეთი ჩვენი პარტნიორია და იქ თხილზე მოთხოვნა დაბალია” , – ამბობს ადგურ არძინბა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი.

“პრიორიტეტი რუსეთში უფრო მაღალ მოთხოვნად პროდუქტებს უნდა მივანიჭოთ, მაგალითად, ციტრუსსა და ღვინოს.”

ერთადერთი გზა საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებია. თუმცა ისინი არსაითკენ მიდის და ვაჭრობაც არ დგას მათ დღის წესრიგში.

ამასობაში რეგიონის თხილი ახალი, უფრო ხელშესახები საფრთხის წინაშე დგას. აზიურმა ფაროსანამ აფხაზეთსა და საქართველოში უკვე გაანადგურა მოსავალი. თუმცა ტკბილეულისმოყვარე ევროპაში პანიკის საფუძველი არ აქვთ:  დიდი ალბათობით, Nutella-ს მარაგი რისკის ქვეშ არ არის. მაგრამ დაპირისპირება საქართველოსა და აფხაზეთს შორის ხელს უშლის მავნებლების განადგურების საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ფხვნილი და თხილი შესანიშნავ ნაზავს იძლევა, ნაციონალიზმსა და ვაჭრობაზე იმავეს ვერ ვიტყვით.

 

სტატია პირველად დაიბეჭდა ბეჭდურ გამოცემაში სახელწოდებით “ნუტელას ჩიხი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი