ახალი ამბებიეკონომიკა

გვენეტაძე: ეროვნული ბანკი ლარის მოკლევადიან რყევებზე კომენტარს არ გააკეთებს

25 ოქტომბერი, 2017 • 2347
გვენეტაძე: ეროვნული ბანკი ლარის მოკლევადიან რყევებზე კომენტარს არ გააკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ დღეს ბაზარზე ჩვეულებრივი პროცესი” მიმდინარეობს, როცა მკვეთრად გაუფასურდა ლარი დოლარის მიმართ.

“მინდა შეგახსენოთ, რომ სების მთავარი ფუნქციაა სტაბილური ფასების შენარჩუნებაა. არავისთვის არის ახალი, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლის კურსი. მცურავი გაცვლის კურსის რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით – გაუფასურების და გამყარების. როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ისე საქართველოს ეროვნული ბანკი არ აკეთებს და არ გააკეთებს კომენტარს მოკლევადიან რყევებზე.

დღესაც ბაზარზე ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ გავრცელებული იყო ინფორმაცია, თითქოს სებმა წინასაარჩევნოდ ინტერვენცია განახორციელა, ეს სიმართლე არ არის. ბანკს ინტერვენცია ზაფხულის შემდეგ არ განუხორციელებია”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, 24 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლარის მიმართ ლარის ახალი კურსი დაადგინა და, როგორც გაირკვა, ერთ დღეში ლარი დოლარის მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა და შეადგინა 2.52 ლარი. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი