ახალი ამბები

კალაძე: რაც შეიძლება, მეტი „პანორამა თბილისი“ გვჭირდება

25 ოქტომბერი, 2017 • 2372
კალაძე: რაც შეიძლება, მეტი „პანორამა თბილისი“ გვჭირდება

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ “პანორამა თბილისი”, რომლის თბილისის ისტორიულ უბანში მშენებლობასაც არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა, თბილისს კიდევ ბევრი სჭირდება.

ამის შესახებ კახა კალაძემ 24 ოქტომბერს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

“რაც შეიძლება მეტი „პანორამა თბილისი“ გვჭირდება ჩვენ. მეტი ასეთი მნიშვნელობის პროექტი არის საჭირო, რომ ქალაქში განხორციელდეს, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ყველამ ვიცით, რომ ახალი სამუშაო ადგილებია. ზუსტად ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება ქმნის სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მშენებლობის დასრულების შემდეგ. აი, ზუსტად ამას ეწინააღმდეგებოდა ნაციონალური მოძრაობა, სხვას არაფერს. ისეთი სულელებიც არ არიან. იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ქალაქისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის,  წინსვლისთვის. და, შესაამისად,  ამიტომ იყო ეს წინააღმდეგობა, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს, ყველა ადამიანს, ვინც თითო აგურს დადებს ქალაქის განვითარებაში და ქვეყნის კეთილდღეობაში და ა.შ.”- განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი