ახალი ამბები

მოსამართლე: სასამართლო სისტემის შიდა ინტერნეტ–ქსელში შეურაცხმყოფელი განცხადებები გაჩნდა

16 ივნისი, 2013 • • 1440
მოსამართლე: სასამართლო სისტემის შიდა ინტერნეტ–ქსელში შეურაცხმყოფელი განცხადებები გაჩნდა

როგორც ბაქრაძემ “ნეტგაზეთს” დღეს, 16 ივნისს სასტუმრო რედისონში მიმდინარე მოსამართლეთა კონფერენციაზე განუცხადა, ეს ქსელი მხოლოდ სასამართლო სისტემის თანამშრომლებისთვის არის ხელმისაწვდომი:

“შიდა მოხმარების ქსელში, რომელიც მხოლოდ სასამართლოს სისტემის მუშაკთათვის არის ხელმისაწვდომი, გაჩნდა შეურაცხმყოფელი განცხადედებები იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც [9 ივნისს გამართული მოსამართლეთა კონფერენციის შემდეგ] ჟურნალისტებთან გააკეთეს გამოხმაურება და და მისცეს ინტერვიუები. იყო მათ მიმართ შეურაცხყოფები, ეთიკის დარღვევა და ღირსების შელახვა. ამაზე ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას, გვინდა გამოკვლელული იყოს: ეს ხდება მოსამართლეების მხრიდან, თუ სასამართლო აპარატების თანამშრომლების მხრიდან”, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ზემოხსენებული შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორები ანონიმები არიან. მისი თქმით, შეურაცხყოფა მიაყენეს იმ მოსამართლეებს, რომელთაც 9 ივნისს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი აირჩიეს, განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ დღის წესრიგთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან და ზოგადად კანონის განმარტებასთან დაკავშირებით.

 

 

“3–4 მოსამართლეს მიაყენეს შეურაცხყოფა: ნათია წკეპლაძეს, ლელა ცანავას, მაია ბაქრაძეს…”, – ამბობს იგი.

 

ბაქრაძის თქმით, მან ამ საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივან ლევენ მურუსიძეს ოფიციალურად უკვე მიმართა და ეს უკანასკნელი რეაგირებას დაჰპირდა.

 

“მე დავგმე ეს ფაქტი. მე ეს არ მინახავს და აუცილებლად დავინტერესდები აღნიშნული საკითხით. მე ვემიჯნები ამას. ძალიან სამწუხარო ფაქტია”, – “ნეტგაზეთთან’ საუბარში აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელიც იმედოვნებს, რომ აღნიშნული აღარ განმეორდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი