ახალი ამბები

ზიდანი, რონალდუ, ბუფონი – FIFA-მ 2017 წლის საუკეთესოები გამოავლინა

24 ოქტომბერი, 2017 • 1800
ზიდანი, რონალდუ, ბუფონი – FIFA-მ 2017 წლის საუკეთესოები გამოავლინა

წუხელ ლონდონში ფიფამ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელები, მეკარე, გოლის ავტორი და ფანები გამოავლინა. ისინი ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებმა და კაპიტნებიმა დაასახელეს.

კაც ფეხბურთელებს შორის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ზედიზედ მეორე წელია არ თმობს ამ ტიტულს. მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის კონკურენტები ამ ნომინაციაში ბრაზილიელი ნეიმარი და არგენტინელი ლიონელ მესი იყვნენ. კრიშტიანუ რონალდუს, ჯამში, მეხუთე ოქროს ბურთი მოუგროვდა – იმდენივე, რამდენიც აქვს ლიონელ მესის.

უეფას 2017 წლის დაჯილდოების ცერემონია. ფოტო: UEFA

უეფას 2017 წლის დაჯილდოების ცერემონია. ფოტო: UEFA

საუკეთესო მწვრთნელად ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი დასახელდა, რომელთან ერთადაც მადრიდის “რეალმა” ზედიზედ ორჯერ შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის მოგება.

კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი. ფოტო: UEFA

კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი. ფოტო: UEFA

[blue_box]საუკეთესო მეკარის ტიტული იტალიელ ჯანლუჯი ბუფონს ხვდა წილად; საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ჰოლანდიელი ლიკე მარტენსი, ხოლო ქალი მწვრთნელი, ასევე, ჰოლანდიელი – სარინა ვიგმანი. ფეხბურთის სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ გასულ წელს საუკეთესო გოლი ლონდონის “არსენალის” ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ გაიტანა.[/blue_box]

2017 წელს ფეარ პლეის პრიზი ფრანსის კონეს გადასცეს. წელს ასევე იმსჯელეს იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კლუბს ჰყავს ყველაზე ერთგული და ორიგინალური ფანები. ეს პრიზი გლაზგოს “სელტიკის” გულშემატკივრებმა დაიმსახურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი