ახალი ამბებისამართალი

შილდაში გარდაცვლილი ქალის ქმარი მკვლელობაში ძმის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს

23 ოქტომბერი, 2017 • 3861
შილდაში გარდაცვლილი ქალის ქმარი მკვლელობაში ძმის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს

რამინ გურასპიშვილი, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის ქმარი, ამბობს, რომ მისი ცოლი ნაწამები და მოკლულია, ამაში კი, სავარაუდოდ, სამი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, მისი ძმაც.

გურასპიშვილი რუსთავი 2–ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა: “ნაწამებია ადამიანი ცოცხლად”.

ეჭვი ძმაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც გურამ გურასპიშვილმა ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა.

ყვარელში, სოფელ შილდაში ახალგაზდა ქალი 18 ოქტომბერს ჩამომხრჩვალი იპოვეს. რუსთავი 2-თან საუბრისას ოჯახის მეზობლები აცხადებენ, რომ ქალს ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა და პოლიციას ხშირად იძახებდნენ. შსს გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ-ის 115-ე მუხლი) აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი