თბილისში Björk-ის კონცერტების ბილეთების 16% უცხოეთში გაიყიდა

ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელი საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვა. 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები საქართველოს გარდა მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა.

ორგანიზატორების ცნობით, თბილისში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი ისტორიის მანძილზე პირველად შეიძინეს მადაგასკარსა და მავრიტანიაში.

ისლანდიელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველთა მონაცემები ქვეყნების მიხედვით ასეთია:
საქართველო – 83, 93 %
რუსეთი – 6, 74%
აზერბაიჯანი -1,39
სომხეთი – 1,29%
გერმანია – 0,83%
დიდი ბრიტანეთი -0,65%
ისრაელი – 0,65%
თურქეთი –  0,55%
უკრაინა – 0,55%
ყაზახეთი – 0,46%
არაბთა გაერთიანებული საემიროები – 0,28%
ბელგია – 0,28%
ჰოლანდია – 0,28%
ამერიკის შეერთებული შტატები – 0,28%
ჩინეთი – 0,18%
საფრანგეთი – 0,18%
საბერძნეთი – 0,18%
იტალია – 0,18%
სამხრეთ კორეა – 0,18%
მავრიტანია – 0,18%
პოლონეთი – 0,18%
სერბეთი – 0,18%
ავსტრია – 0,09%
ბელორუსი – 0,09%
ესპანეთი – 0,09%
მადაგასკარი – 0.09%
კონცერტების წარმდგნი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS -ია.
1
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი