ანონსი – 24 ოქტომბერი

გთავაზობთ, 24 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


10:30 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, 33-ე საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, მისამართი: თბილისი, ვაშვლიჯვრის დასახლება, მე-2 ზონა


11:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეხვედრა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, მისამართი: თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5


11:00 – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა


11:30 – თბილისში, საქართველოს პარლამენტში ქალთა მოძრაობა სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით იმ 1000 ხელმოწერას შეიტანს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეგროვდა ფეისბუქის საშუალებით


11:30 – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას შეხვედრა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ვიქტორია ჰორვატთან


12:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა


12:00 – გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა


14:30 – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა


16:00 – სასტუმრო „რედისონში“ მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი უხელმძღვანელებენ.


17:00 – Impact Hub Tbilisi-ში გაიმართება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  საქართველოში.


17:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი