ახალი ამბები

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

14 ივნისი, 2013 • 972
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დასახელდა სპეციალური კომისიის შემადგენლობა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. კომისიას უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს შექმნილი კომისიის საქმიანობისა და კომპეტენციის განსაზღვრაზე. საუბარი ასევე შეეხო ფარული ჩანაწერების არქივის განადგურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი