ახალი ამბები

ივანიშვილი არის ქურდი – ნინო ბურჯანაძე

23 ოქტომბერი, 2017 • 5823
ივანიშვილი არის ქურდი – ნინო ბურჯანაძე

“დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი. მან უკვე მესამედ მოგვპარა ხმები. ჩაყო ხელი ყუთებში და ჩვენი ხმები მოიპარა”, – ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო გაცემული დავალება, რომ დემოკრატიულ მოძრაობას არჩევნებში 3%-ზე ნაკლები მიეღო და თავის მხარდამჭერებთან ერთად პოლიტიკიდან გამქრალიყო.

“ვერ ეღირსებით, არ წავალ, სანამ თქვენი სახით საქართველოს პრობლემას და თავის ტკივილს არ მოვაშორებ. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა”, – თქვა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, ისანში, 25 უბანზე მათმა მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ 42 ხმა მიიღო, ხოლო პარტიამ- მხოლოდ და მხოლოდ 5. ბურჯანაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მათმა წარმომადგენლებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, საუბნო კომისიამ 56 ხმა დაუწერა ყოველგვარი დათვლის გარეშე. მისივე თქმით, ანალოგიური შემთხვევა მოხდა კასპში, 28-ე უბანზე, სადაც კანდიდატმა 159 ხმა მიიღო, ხოლო პარტიამ – 0. ბურჯანაძის თქმით, კანდიდატი ამბობდა, რომ მანაც ამ უბანზე მისცა ხმა და აინტერესებდა, სად წავიდა მის მიერ პარტიისთვის მიცმეული ერთი ხმა.

“გადათვლის გარეშე 42 ხმა დაგვიმატეს”, – თქვა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები სხვა საარჩევნო უბნებზეცაა მომხდარი და დოკუმენტაციას ამზადებს. ბურჯანაძის თქმით, ყველა უბანზე 10 ხმა რომ მოეპარათ მისი პარტიისთვის, ეს, საერთო ჯამში, პროცენტს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

“ივანიშვილო, არ შეგარჩენ ჩემი თანაგუნდელების ამდენი წვალებას და მოსახლეობის გაბაიბურებასა და მასხრად აგდებას”, – თქვა ბურჯანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი