ახალი ამბები

GNCC-მ სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის ტარიფი შეამცირა

23 ოქტომბერი, 2017 • 1697
GNCC-მ სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის ტარიფი შეამცირა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფები დაადგინა.

“დღეს არსებული სატარიფო რეგულირებით ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურებაზე (ზარის წამოწყება/ზარის დასრულება) ზედა ზღვრული ტარიფი  2 თეთრს შეადგენს  წუთზე, გადასახადების  ჩათვლით. ხოლო მობილურ ქსელში- 3,5 თეთრს, გადასახადების  ჩათვლით. კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის (ურთირთჩართვის) ტარიფი ეტაპობრივად შემცირდება. პირველი შემცირება 2018 წლის 1 ივლისს მოხდება, საბოლოოდ შემცირებული ტარიფი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის ცნობით, შპს „მაგთიკომისთვის“, შპს „ჯეოსელითვის“ და შპს „მობიტელისთვის“  ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:

ურთიერთჩართვის მომსახურება 2018 წლის 1 ივლისიდან, თეთრი (გადასახადების გარეშე) 2019 წლის 1 იანვრიდან,თეთრი (გადასახადების გარეშე)
ზარის წამოწყება

2,16

1,44

ზარის დასრულება

1,81

0,75

 

 

 

 

 

 

სს „სილქნეტისთვის“, შპს „ახალი ქსელებისთვის“, შპს „ახტელისთვის“, შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ და შპს „ივერია ქსელებისთვის“ ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:

ურთიერთჩართვის მომსახურება 2018 წლის 1 ივლისიდან, თეთრი (გადასახადების გარეშე) 2019 წლის 1 იანვრიდან, თეთრი (გადასახადების გარეშე)
ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე

1,04

0,38

ზარის წამოწყება ტრანზიტულ დონეზე

1,05

0,41

ზარის დასრულება ადგილობრივ დონეზე

0,99

0,28

ზარის დასრულება ტრანზიტულ   დონეზე

1,01

0,32

 

მასალების გადაბეჭდვის წესი