ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას, სწრაფად გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები

23 ოქტომბერი, 2017 • 2086
აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას, სწრაფად გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  საქართველოს მთავრობასა და ხალხს 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს ულოცავს. საელჩო მიიჩნევს, რომ ჩატარებული არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად  მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების  დაცვით.   

“ვეთანხმებით ეუთოს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო.  აგრეთვე ვიზიარებთ ეუთოს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთოს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე, ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი”,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ქვეყნების საერთო მიზნის განხორციელლებას და მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას  და მის სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში.  

“კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი