ახალი ამბები

მხოლოდ ლურჯი – 16 ოლქი, სადაც “ოცნებამ” უკონკურენტოდ გაიმარჯვა

23 ოქტომბერი, 2017 • 2760
მხოლოდ ლურჯი – 16 ოლქი, სადაც “ოცნებამ” უკონკურენტოდ გაიმარჯვა

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” 16 მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი არ ჰყავდა. “ცესკოს” საარჩევნო რუკისთვის თანდართული დიაგრამების ნაწილი, რომლებზეც ოლქების მიხედვით შედეგებია წარმოდგენილი, მხოლოდ ლურჯ ფერსა და მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ ერთ კანდიდატს აჩვენებს, რომელიც ხმების მინიმალური რაოდენობის მიღების შემთხვევაშიც გამარჯვებულია.

ყველაზე დიდი თემი, სადაც “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა უკონკურენტოდ მიიღო, თეთრიწყაროს თვითმმართველ თემში გაერთიანებული წინწყაროა, სადაც 2377 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. აქ მმართველი პარტიის კანდიდატმა ანზორ ღორჯომელაძემ 608 ხმით, ესე იგი, ამომრჩეველთა მეოთხედის მხარდაჭერით გაიმარჯვა. თეთრიწყაროში “ოცნებას” ყველაზე მეტი, ოთხი უკონკურენტო კანდიდატი ჰყავდა. პარტიისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია დუშეთის, ყაზბეგის, ნინოწმინდის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის თემებში შემავალი ოლქების ნაწილშიც.

მსგავსი ოლქების სრულ შემადგენლობას, “ქართული ოცნების” კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობასა და მათ შეფარდებას ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობასთან შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ნუსხაში გაეცნოთ:

თეთრიწყარო

საარჩევნო ოლქი #9 (დურნუკის თემი)
გამარჯვებული – სვეტლანა ჯირაშვილი( “ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 59 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა – 86

საარჩევნო ოლქი #14 (მარაბდის თემი)
გამარჯვებული – გიორგი ფიჩხულაშვილი(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 187 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა – 329

საარჩევნო ოლქი #15 (ორბეთის თემი)
გამარჯვებული – ზაქარია ცხვედაძე(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 226 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა – 532

საარჩევნო ოლქი #18 (წინწყაროს თემი)
გამარჯვებული – ანზორ ღორჯომელაძე(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 608 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომომრჩეველთა რაოდენობა – 2377

დუშეთი

#17 საარჩევნო ოლქი (ბარისახოს თემი)
გამარჯვებული – ზურაბ არაბული(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 188 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომომრჩეველთა რაოდენობა – 471

ყაზბეგი

#4 საარჩევნო ოლქი (გორისციხის თემი)
გამარჯვებული – პავლე ავსაჯანიშვილი(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 350 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომომრჩეველთა რაოდენობა – 876

ნინოწმინდა

#4 საარჩევნო ოლქი (გორელოვკას თემი)
გამარჯვებული – პავლე ავსაჯანიშვილი(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 350 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომომრჩეველთა რაოდენობა – 1473

#6 საარჩევნო ოლქი (ჰეშტიის თემი)
გამარჯვებული – სამველ დარბინიანი(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 1026 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომომრჩეველთა რაოდენობა – 2342

ონი

#7 საარჩევნო ოლქი (პიპილეთის თემი)
გამარჯვებული – ღვთისავარ ბაკურაძე(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 107 ხმა(100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომომრჩეველთა რაოდენობა – 193

ამბროლაური

#11 საარჩევნო ოლქი (ღადიშის თემი)
გამარჯვებული – რიჩარდ კიკვიძე(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 184 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომომრჩეველთა რაოდენობა – 335

#12 საარჩევნო ოლქი (ცახის თემი)
გამარჯვებული – გიორგი ქარსელაძე(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 94 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა – 152

ცაგერი

#3 საარჩევნო ოლქი (აღვის თემი)
გამარჯვებული – გიორგი ახვლედიანი(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 159 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა – 295

ლენტეხი

#3 საარჩევნო ოლქი (რცხმელურის თემი)
გამარჯვებული – დალი ტვილდიანი(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 241 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა – 573

#6 საარჩევნო ოლქი (ცანის თემი)
გამარჯვებული – თორნიკე ნიჟარაძე(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 27 (100%)
ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა – 44

#7 საარჩევნო ოლქი (ხელედის თემი)
გამარჯვებული – მურად ჩანქსელიანი(“ქართული ოცნება”)
მიღებული ხმების რაოდენობა – 380
ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა – 808

მესტია

#7 საარჩევნო ოლქი (ლახამულის თემი)
გამარჯვებული – ვალოდია ჭკადუა(„ქართული ოცნება“)
მიღებული ხმების რაოდენობა – 166
ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა – 209

 

მასალების გადაბეჭდვის წესი