ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი – 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა

23 ოქტომბერი, 2017 • 1906
გიორგი მარგველაშვილი –  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ   2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა და არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

“საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. საერთო ჯამში, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, გამარჯვებულ პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას. არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა  გამოიხატოს,”-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი მადლობას უხდის  საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ცესკოს წინასწარი შედეგებით,“ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი