ახალი ამბები

ანონსი -23 ოქტომბერი

22 ოქტომბერი, 2017 • 2167
ანონსი -23 ოქტომბერი

09:00  საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, კონფერენციაში სახელწოდებით:  ,,დუალური პროფესიული განათლება საქართველოში – პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და GIZ-ის კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის ორგანიზებით იმართება. ადგილი: ტექნოპარკი (ოქროყანა) მის.: ინოვაციების ქ. 7

09:00 ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შემოდგომის სკოლას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ნინო ბერძული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნის. მისამართი: თავისუფლების მოედანი #1, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“;

საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599 120009

09:00 საათზე  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. მისამართი: იუსტიციის სამინისტრო; ორთაჭალა, გორგასლის 24ა

11: 00  ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ ორგანიზებით, კორეის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, გაიმართება შეხვედრა – სემინარი სათაურით: „Korean Economic Development and advice for Georgia” თემა: „კორეის ეკონომიკური განვითარება“.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14:00  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-2/133/9);
მომხსენებელი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე – მაია ზავრაშვილი. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N419

14:00  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ინიციატივით, გაიმართება გაეროს დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია.  თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

მასალების გადაბეჭდვის წესი