ახალი ამბები

არჩევნებზე არმისვლა პოლიტიკური უფლებაა და ამ მონაცემების შეგროვება არავის ინტერესშია – კორინ იონკერი

22 ოქტომბერი, 2017 • 2034
არჩევნებზე არმისვლა პოლიტიკური უფლებაა და ამ მონაცემების შეგროვება არავის ინტერესშია – კორინ იონკერი

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიი ხელმძღვანელის თქმით, არჩევნებში ხმის მიცემა/არმიცემა ადამიანის პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში არ უნდა იყოს ამ მონაცემების შეგროვება.

კორინ იონკერმა ასე უპასუხა შეკითხვას თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნებზე დამკვიდრებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები მემარცხენე ალიანსთან ერთად არჩევნებზე მისული ადამიანების მონაცემებს იწერდნენ.

კორინ იონკერი საარჩევნო უბანზე თბილისში © OSCE

კორინ იონკერი საარჩევნო უბანზე თბილისში © OSCE

კორინ იონკერმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებამ სამომავლოდ უნდა იფიქროს, თუმცა, მისივე თქმით, ის ვერ იტყვის, რომ ამ პრაქტიკას ყველა უბანზე ჰქონდა ადგილი და არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამან არჩევნების შედეგებზე მოახდინა გავლენა.

“სადაც ამას ჰქონდა ადგილი, არ უნდა მოხდეს. ხმის არმიცემა ასევე პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს გაიგოს”, – თქვა იონკერმა.

ზემოხსენებული პრაქტიკა, რაც საიას შეფასებით,ამომრჩევლის ნების კონტროლია, მდგომარეობს იმაში, რომ რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების”, „მემარცხენე ალიანსის” ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის” წარმომადგენლები იდგნენ და უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემებს ინიშნავდნენ. ეს მათ საშუალებას აძლევადთ, სცოდნოდათ, ვინ არ იყო არჩევნებზე მისული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ განმარტა, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი