ახალი ამბები

კალაძე: ჩვენ ვიყავით ოპონენტები, მაგრამ არ ვიყავით მტრები

22 ოქტომბერი, 2017 • 1852
კალაძე: ჩვენ ვიყავით ოპონენტები, მაგრამ არ ვიყავით მტრები

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა – კახა კალაძემ დღეს “ქართული ოცნების” შტაბში ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მზადაა კონკურენტებთან თანამშრომლობისთვის.

“ამ არჩევნებში არავინ დამარცხებულა, არამედ გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, თბილისმა და თბილისელებმა. მერიის კარი ღია იქნება ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის, თუნდაც ჩემი კონკურენტებითვის. თუ მათ ექნებათ კონკრეტული ხედვები, იდეები, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის”.

მან ასევე აღნიშნა, რომ მერობის კანდიდატებს ჰქონდათ კონსტრუქციული იდეები თბილისის გაუმჯობესებისთვის და მათი მხრიდან პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, მერია თანამშრომლობისთვის მზადაა.

“მე დებატების მსვლელობის დროსაც ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს ქალაქი მარტო კახი კალაძის, მარტო ქართული ოცნების არ არის. ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა, უფრო ჯანსაღი და ა.შ. ყველა ჩემს ოპონენტთან, რომელსაც ექნება სურვილი და რომელიც წარმოადგენს თავის ხედვასა თუ პროექტს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიყავით ოპონენტები, მაგრამ არ ვიყავით მტრები,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი