ვინ შედის თბილისის საკრებულოში ოცნებიდან და ოპოზიციიდან [სრული სია]

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 პარტია შევა, აქედან  “ქართული ოცნება” მანდატების 80%-ს მიიღებს.

წინასწარი შედეგის მიხედვით, “ქართული ოცნება” საკრებულოში 50-დან 40 დეპუტატს შეიყვანს, ნაციონალური მოძრაობა – 5 წევრს, ევროპული საქართველო – სამს, პატრიოტთა ალიანსი კი შეიყვანს 2 კანდიდატს.

პროპორციული სიები

4%-იანი ბარიერი გადალახეს ქართულმა ოცნებამ (53.3%), ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (17,66%), ევროპულმა საქართველომ (9,18%), პატრიოტთა ალიანსმა (5.62) .

პროპორციული სიით ქართულ ოცნებას 15 ადამიანის შეყვანა შეუძლია, ნაციონალურ მოძრაობას – 5 ადამიანის, ევროპულ საქართელოს- 3, პატრიოტთა ალიანსს კი  2 ადამიანის.

ცესკოში წარდგენილი პროპორციული სიების მიხედვით, საკრებულოს წევრები გახდებიან:

ქართული ოცნება

მარიკა დარჩია

ბექა დავითულიანი

თინათინ ნიბლოშვილი

ირაკლი ზარქუა

დათო რურუა

გიორგი ჩაკვეტაძე

დავით უჯმაჯურიძე

გიორგი ახვლედიანი

ლევან ჯაფარიძე

გიორგი ალიბეგაშვილი

თევდორე ისაკაძე

ლევან დარახველიძე

ერეკლე კუხიანიძე

ანა ლაშხი

ლევან არველაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნიკა მელია

ნიკა ვაჩეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი

ირაკლი ნადირაძე

ლილე ლიპარტელიანი

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია უარს იტყვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მაშინ მარინა დათუკიშვილი თბილისის საკრებულოს წევრი გახდება.

ევროპული საქართცელო

გიორგი გაბაშვილი

დავით ავალიანი

დავით დარჩიაშვილი

პატრიორთა ალიანსი

გოჩა თევდორაძე

ფრიდონ ინჯია

მაჟორიტარები

პროპორციული სიის გარდა, საკრებულოში 25 მანდატი მაჟორიტარებზე ნაწილდება. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მაჟორიტარული ოლქში თბილისში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს მანდატები.

გლდანის ოლქები

ქეთევან ჯოხაძე – 51.12%

ოთარ გრიგოლია -49.23%

გულია გოცირიძე – 48.55%

შალვა ოგბაიძე – 49.24%

სამგორის ოლქები

რევაზ სოხაძე -63.79%

გიორგი დოხტურიშვილი – 58.65%

გიორგი ტყემალაძე – 50.35%

ქეთევან მამულაშვილი – 47.34%

კრწანისის ოლქები

თემურ გიორგაძე – 59.67%

ისანის ოლქები

ილია ჯიშკარიანი -54.37%

ნინო ლაცაბიძე -57.79%

ლევან დავითაშვილი – 54.96%

ჩუღურეთის ოლქები

რიმა ბერაძე -58.3%

ნაძალადევის ოლქები

დავით ჭელიძე – 54.89%

მიხეილ ამაშუკელი -56.86%

ალექსანდრე ხუჯაძე – 56.65%

თამარ ტალიაშვილი – 44.56%

დიდუბის ოლქები

ვლადიმერ ძნელაძე – 53.3%

თარაშ სურღაია – 62.35%

მთაწმინდის ოლქები

ჯაბა ჯიშკარიანი – 56.8%

ვაკის ოლქები

გიორგი მუსხელიშვილი – 59.27%

საბურთალოს ოლქები

ავთანდილ ცინცაძე – 56.91%

დავით უთმელიძე – 49.96%

ვახტანგ შაქარიშვილი – 57.25%

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com