ახალი ამბები

წინასწარი შედეგები: “ოცნება”- 55,65%, ენმ – 17,03%, “ევროპული საქართველო” -10,36 %

22 ოქტომბერი, 2017 • 3374
წინასწარი შედეგები: “ოცნება”- 55,65%, ენმ – 17,03%, “ევროპული საქართველო” -10,36 %

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორცულ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ხუთმა პარტიამ გადალახა.

შედეგებით,  “ქართული ოცნება” ლიდერობს 55,65%-ით, მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, რომელმაც ხმების 17.03% მიიღო, ხოლო მესამეზე- “ევროპული საქართველო” 10,36 პროცენტით.

მეოთხე ადგილზე “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომელმაც 6,32% მიიღო.

ცესკოს წინასწარი მონაცემით, რომელიც საქართველოში არსებული  3644 საარჩევნო უბნიდან 2770+7* უბნის მონაცემს ეყრდნობა,  საარჩევნო ბარიერი ზემოთ მოყვანილი პარტიების გარდა ლეიბორისტულმა პარტიამაც გადალახა.

Copy__2__-6

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი