ახალი ამბები

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

22 ოქტომბერი, 2017 • 4232
ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საქართველოში არსებული 5 თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ ერთში – ქუთაისშია მოსალოდნელი მერის არჩევნების მეორე ტური.

ქუთაისის 124 საარჩევნო უბნიდან უკვე დათვლილია 120 უბანი და წინასწარი შედეგების თანახმად, ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.56% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 27.05%, “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა დავით გოგისვანიძემ 8.95% მიიღო, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა გოგი წულაიამ – 7.65%.

რაც შეეხება ბათუმს, დათვლილია ყველა – 103 უბანი. წინასწარი შედეგების თანახმად “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა პეტრე ზამბახიძემ 6.43 % მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ლევან ანთაძემ- 24.19%, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლაშა კომახიძემ – 55.67 %.

ფოთში სულ 32 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31 უბანში.  წინასწარი შედეგების თანახმად “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ 13.49% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მაკა ჯინჯოლიამ- 13%, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ- 54.92%.

რუსთავში სულ 87 უბნიდან მონაცემები დათვლილია 85 უბანში.  წინასწარი შედეგების თანახმად, “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა 13.09% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზურაბ მაისურაძემ- 19.81%, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ- 53.05%.

მასალების გადაბეჭდვის წესი