ახალი ამბები

ცესკო: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45%-მა

21 ოქტომბერი, 2017 • 2138
ცესკო: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45%-მა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა 45.64% -ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 1570 500 ამომრჩეველი მივიდა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 43.4% იყო.

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართა. ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი