ახალი ამბები

უდუმაშვილი: ვერავინ დამაჯერებს, რომ თბილისის ყოველმა მეორე მცხოვრებმა კალაძეს დაუჭირა მხარი

21 ოქტომბერი, 2017 • 3303
უდუმაშვილი: ვერავინ დამაჯერებს, რომ თბილისის ყოველმა მეორე მცხოვრებმა კალაძეს დაუჭირა მხარი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ეგზიტპოლის შედეგებს უნდობლობას არ უცხადებს, თუმცა მიიჩნევს, რომ არჩევნები ტოტალური გაყალბების ფონზე წარიმართა – ამის შესახებ პარტიის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” წარომადგენლები ადამიანებს არჩევნებზე მისვლას და მმართველი პარტიის მხარდაჭერას სხვადასხვა გზებით, მათ შორის ზეწოლითა და დაშინებით აიძულებდნენ.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, “მას ვერავინ დააჯერებს, რომ თბილისის ყოველმა მეორე მცხოვრებმა კახა კალაძეს დაუჭირა მხარი”.

პარტიის ლიდერების განცხადებით, ცესკოს შედეგებს დაელოდებიან და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შემდგომ შეიმუშავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი