ახალი ამბები

TI-მ პარტიების მიერ უბნის შიგნით ამომრჩევლის აღრიცხვის გამო 106 საჩივარი დაწერა

21 ოქტომბერი, 2017 • 1459
TI-მ პარტიების მიერ უბნის შიგნით ამომრჩევლის აღრიცხვის გამო 106 საჩივარი დაწერა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის ცნობით, 21 ოქტომბერს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას მათი დამკვირვებლების მიერ 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, ამ დარღვევების რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსულ ამომრჩეველთა აღრიცხვას უკავშირდებოდა. TI-ის დამკვირვებლებმა, ჯამში, 113 საჩივარი დაწერეს, რომელთაგან, 106 საჩივარი ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა”21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაცია  არჩევნების დღის დაკვირვებების საბოლოო შედეგებს 22 ოქტომბერს, 11:30-ზე წარმოადგენს.

TI-ის მიერ აღრიცხული ძირითადი დარღვევები

ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლა საარჩევნო უბნებზე

“ყველაზე პრობლემური იყო ახალი ტენდენცია, რომელიც თბილისის თითქმის ყველა იმ უბანზე ფიქსირდებოდა, სადაც დამკვირვებლები გვყავდა. ამ მხრივ ძირითადად აქტიურობდნენ ქართული ოცნებისადამემარცხენე ალიანსისწარმომადგენლები. სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი იმ პირის, რომელმაც მისცა ხმა. აღნიშნული ფაქტს შესაძლოა პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება მოჰყოლოდა. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ქმედება გამოყენებული იქნას ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის.

ჩვენმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა #3 საბურთალოს 21- უბნის კომისიის თავმჯდომარესთან, ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიოჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხის გასარკვევად დაუკავშირდაქართულ ოცნებას”, კერძოდ, . ჯაფარიძეს, განმარტებებისთვის, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, სწორ განმარტებას არ წარმოადგენს. დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს კენჭისყრის მიმდინარეობას, თუმცა არ აქვს იმის უფლება, ამოწეროს სამაგიდო სიიდან ამორჩეველთა პირადი მონაცემები და ამ ქმედების განხორციელებისას შეაფერხოს რეგისტრატორის მუშაობის პროცესი.

დღის განმავლობაში ჩვენ მოვუწოდეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღეკვეთა მსგავსი პრაქტიკა. ასევე, ამ საკითხს, ჩვენი მოწოდების შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც გამოეხმაურა.”

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დაბალი კვალიფიკაცია

“ბევრ საარჩევნო უბანზე შეიმჩნეოდა კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან აგრესიულ და არაკონსტრუქციულ ქცევაში. ასევე, კომისიის არადამაჯერებელი ქმედებების გამო ხშირად უბნებზე იქმნებოდა გაურკვევლობა. პრობლემები იყო საჩივრების რეგისტრაციის კუთხითაც.”

საჩივრების რეგისტრაციის პრობლემები

“ჩვენი დამკვირვებლებლები საუბნო კომისიის მდივნების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ საჩივრების რეგისტრაციის პროცესში შემდეგი 7 ოლქის 15 უბანზე:  გლდანის #10, #76, #73, #27, #13, ნაძალადევის #11, #27, საბურთალოს #40, #49, #58, ისნის #42, #64, სამგორის #36, ჩუღურეთი #23, მთაწმინდის #7. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნები ვალდებული არიან ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში დაარეგისტრირონ საჩივარი, ისინი ამ ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ. მათ საჩივრები მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის იურისტებთან კონსულტაციებისას მიღებული განმარტებების შემდეგ დაარეგისტრირეს.

ჩვენს დამკვირვებლებს პრობლემა შეექმნათ ასევე ორ უბანზე, სამგორის ოლქის #60 და ისნის #42 უბნებზე, სადაც მათ არ განუმარტეს საჩივრის რეგისტრაციის დროს ხარვეზის დადგენის კონკრეტული საფუძველი, რისი ვალდებულებაც მათ ასევე აქვთ კანონით. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ჩვენს იურისტებთან კონსულტაციების გზით აღმოიფხვრა პრობლემა.”

საჩივრის განუხილველად დატოვება

“საბურთალოს #58 უბანზე სამაგიდო სიების კონტროლთან დაკავშირებული საჩივარი, თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაარეგისტრირეს, თუმცა განუხილველად დატოვეს, რაც ასევე კანონშეუსაბამოა.”

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

“ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მე-6 უბანში ერთ კაბინაში ორი ამომრჩეველი ერთდროულად აძლევდა ხმას. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირდებით, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა, ორგანიზაციამ საჩივარი დაწერა.”

ხელშეშლა/მუქარა TI-ის დამკვირვებელზე  

“სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #64 უბნის გარეთ, სავარაუდოდ,ქართული ოცნებისწარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.”


სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #92 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს კომისიის წევრები გადაღებას უკრძალავდნენ და უბნიდან გაგდებით ემუქრებოდნენ.

ჩუღურეთის #7 საარჩევნო ოლქის #5 უბანში ჩვენი მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი კომისიის თავჯდომარემ  საარჩევნო უბნიდან გამოაძევა.

დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე შეფერხებით შეშვება

“სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #85 და #43 უბნებზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის წევრები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ კომისიამ შეუშვა დამკვირვებლები.”

კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმა

“დიდუბის #8 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე ერთერთმა კომისიის წევრმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ფუნქციათა გადასანაწილებელ კენჭისყრაში, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ მაინც მისცა მას საშუალება, სასურველი ფუნქცია შეესრულებინა. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.”

საკონტროლო ფურცლის შევსება წესების დარღვევით

“კრწანისის #4 საარჩევნო ოლქის #24 უბანზე საკონტროლო ფურცელზე ხელი მოაწერა პირველმა ამომრჩეველმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პირი არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.”

ხმის მიცემა მარკირებული პირის მიერ

“გლდანის #10 საარჩევნო ოლქის #10 უბანზე კომისიამ ხმის მიცემის უფლება მისცა ერთერთ ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება ჰქონდა გავლილი. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.”

ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა

“ვაკის #2 საარჩევნო ოლქის #12 უბანზელიბერალისახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამომრჩევლების მობილიზაცია სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით

“დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით შეიმჩნეოდა ამორჩევლების მობილიზიაცია სატრანსპორტო საშუალებებით. მაგალითად, ისნის #1 უბნის მიმდებარედ კოორდინატორები სახლებში აკითხავდნენ ამომრჩევლებს და სთხოვდნენ მათ არჩევნებში მონაწილეობას.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი