ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 16.5 %-ია

21 ოქტომბერი, 2017 • 1334
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 16.5 %-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით 16% -ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 567 699 ამომრჩეველი მივიდა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

“12:00 საათისთვის ყველზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭალეჩხუმში- 27.9%, ყველზე დაბალი შიდა ქართლში –  13.9%, თბილისში კი აქტივობა  14.8%- შეადგენს.

შედარებისთვის გაცნობებთ, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.6% შეადგინა“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას ცესკოს სატელეფონოსაინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების შესახებ: დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე სულ შემოსულია 473 ზარი. მათი უმრავლესობა სიაში ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმებას შეეხება.

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ამომრჩევლები  64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი