ახალი ამბები

საია: ადგილი აქვს ამომრჩევლის ნების კონტროლის სავარაუდო შემთხვევებს

21 ოქტომბერი, 2017 • 1371
საია: ადგილი აქვს ამომრჩევლის ნების კონტროლის სავარაუდო შემთხვევებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი მცედელობა დააფიქსირეს საიას დამკვირვებლებმა.

10:00 საათის მდგომარებით თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების შესახებ განცხადება ნაცვლიშილმა არჩევნების მედიაცენტრში გააკეთა.

“სავარაუდოდ, ადგლი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან, ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან “ქართული ოცნების”, “მემარცხენე ალიანსის”, ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ახალი სიტყვის” წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუდოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს.

ამ დროისთვის მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა შემდეგ უბნებზე: დიდუბის #6, ნაძალადევის #61, #70, #13, მთაწმინდის #4 უბანზე, კრწანისის #19, დიდუბის #35 და #36 უბნებზე, ჩვენი დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, კონტროლის განხორციელება ცალკეულ შემთხვევებში შეჩერდა,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

დარღვევებთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა 6 საჩივარი და 8 შენიშვნა დაწერეს.  მათ შორის იყო არასათანადო დოკუმანტაციით (მართვის მოწმობით) ხმის მიცემის ფაქტი ნაძალადევის #19 უბანზე; უბნის დაგვიანებით გახსნა გორის 90-ე უბანზე, სადაც თავმჯდომარე 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი