ახალი ამბები

ელისაშვილის წარმომადგენელი უბნებთან “ოცნების” კოორდინატორების მობილიზებაზე საუბრობს

21 ოქტომბერი, 2017 • 1618
ელისაშვილის წარმომადგენელი უბნებთან “ოცნების” კოორდინატორების მობილიზებაზე საუბრობს

ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელი ცესკოში ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ მათმა წარმომადგენლებმა თბილისში, 10-ზე მეტ უბანში ამომრჩევლების სიებით კონტროლის ფაქტები დააფიქსირეს:

“ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ძალიან ბევრ უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლების იძულებით უბნებზე მიყვანის ფაქტი, კერძოდ, “ქართული ოცნების” კოორდინატორები დგანან სიებით ხელში და იწერენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ სიაში ჰყავთ შეყვანილი და აიძულებენ, რომ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. ეს ფაქტი გახლავთ ძალიან სერიოზული დარღვევა და ვფიქრობ, რომ საჭიროებს რეაგირებას როგორც ცესკოს მხრიდან, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან”.

მისივე თქმით, 10-ზე მეტ უბანზე დააფიქსირეს ზემოთ აღნიშნული შემთხვევები, მათ შორის, დიდუბეში- 34-ე, 35-ე და 36-ე უბანზე, ასევე ვაკეშიც, 51-ე უბანზე. შეკითხვაზე, საიდან იცის, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან ისინი, ვინც ადამიანების აღრიცხვას აწარმოებს, მან უპასუხა:

“ვინც შიგნით უბანზე მუშაობს, ბეიჯები აქვთ მათ. შემდეგ, უბნიდან გარეთ გამოსული ადამიანები ასევე აკონტროლებენ მათ სპეციალურ სიებში. ეს ხდება როგორც საარჩევნო უბნებზე წარმომადგენების მიერ, ასევე, უბნის გარეთ”,- ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი